რატომ არის მნიშვნელოვანი ორსულობისთვის მომზადება?

ყველა ქალს სურს, გახდეს დედა, თავად განიცადოს პატარა საოცრების ცხრათვიანი სულმოუთქმელი ლოდინი, გადალახოს ახალშობილისთვის სახელის შერჩევის სირთულე და საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნას მის აღზრდას. სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ქალის სხეული მართლაც მზად არის ჩასახვისთვის, ნაყოფის მუცლადტარებისა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისთვის. გაინტერესებთ როგორ?

maintaining a healthy pregnancy miofolic поддержание здоровой беременности миофолик

რა ხდება ქალის სხეულში ორსულობის პერიოდში?

დაორსულების მომენტიდან ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილები იწყება. იცვლება ყველაფერი: ცხოვრებისეული მიზნები, გუნება განწყობა დამოკიდებულება საკუთარ თავსა და ახლობლებთან, განსაკუთრებით იცვლება ორგანიზმი, რომელსაც მთელი 9 თვის განმავლობაში უწევს გადაეწყოს იმისთვის, რათა სიცოცხლე აჩუქოს ახალ ადამიანს.

ორსულობის პირველივე თვიდან ჰორმონალური ფონის ცვლილების გამო ტვინის ქერქისქვეშა ნაწილების აქტივობა მატულობს, ხოლო თავად ქერქის აგზნებადობა ქვეითდება. სწორედ ამიტომ ქალებს ორსულობის ადრეულ ეტაპზე ახასიათებთ გუნება განწყობის ცვალებადობა და გაღიზიანება, ძილიანობა, ყურადღების დაქვეითება და დაღლილობის მომატებული შეგრძნება.

ყველაზე ხშირად ორსულობის პირველი კვირების განმავლობაში ვლინდება გულისრევა, თავბრუსხვევა, იცვლება გემოსა და სუნის შეგრძნებები. მაგრამ ეს სიმპტომები მალევე ქრება.

Changes-in-the-body-of-a-woman-during-pregnancy миофолик miofolic

როგორ მოვიქცეთ, როცა წერო არ ჩქარობს?

ბევრი წყვილი ოცნებობს ბავშვზე, მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ დიდი ხნის ნანატრი ორსულობა არ დგება. როგორ მოვიქცეთ, თუ წეროს არ სურს ჩვენს სახლში შემოფრენა?

სტატისტიკის მიხედვით წყვილების დაახლოებით 15% ჩასახვასთან დაკავშირებულ სირთულეებს აწყდება. მაშინაც კი, თუ ქალი სრულიად ჯანმრთელია, ერთი მენსტრუალური ციკლის დროს დაორსულების შანსი მხოლოდ 25% ია.

ქალის ჩასახვისა და ნაყოფის მუცლადტარების უნარზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება სტრესი ან კლიმატის ცვლილება გახდეს (დეპრესიის მდგომარეობაში უკონტროლოდ გამომუშავდება პროლაქტინი და შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს). მაგრამ არსებობს უფრო სერიოზული მიზეზები, როგორიცაა შარდსასქესო სისტემის და მცირე მენჯის ორგანოების ანთება, ინფექციები ან ჰორმონალური დარღვევეი, რაც იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას. უნაყოფობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი პოლიკისტოზიური საკვერცხეების სინდრომი და ჰომოცისტეინის დონის მომატებაა.

უნაყოფობის ძირითადი მიზეზები ქალებში

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) მოიცავს საკვერცხეების დისფუნქციას და ინსულინის მიმართ რეზისტენტობას, რაც იწვევს:

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევას
  • უნაყოფობას
  • განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ზიგოტა) საშვილოსნოში იმპლანტაციის შეფერხებას
  • ჰიპერინსულინემიას (სისხლში ინსულინის მაღალი დონე)
  • ჰიპერანდროგენემიას (მამაკაცის სასქესო ჰორმონების (ანდროგენების) მაღალი დონე)
  • ჰირსუტიზმს (ჭარბთმიანობა)
  • სიმსუქნეს
  • II ტიპის შაქრიან დიაბეტს

ჰომოცისტეინის მომატებული დონე

ჰომოცისტეინის მომატებული დონე პლაზმაში (ჰიპერჰომოცისტეინემია) განიხილება, როგორც დამოუკიდებელი რისკ–ფაქტორი:

  • სპერმის და კვერცხუჯრედის ურთიერთქმედების შეფერხების: ჩასახვის ალბათობის შემცირება
  • განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციის დარღვევების
  • მუცლის მოშლის რისკის, ნაყოფის ზრდის შეფერხების, და სიკვდილისაც კი
  • ნაყოფის განვითარების ანომალიების, რომელიც გამოწვეულია ნერვული მილის უკმარისობით
  • გულ სისხლძარღვთა დაავადებების (ვენური თრომბოზი, მიოკარდიუმის იშემია)

миофолик miofolic для повышения фертильности при СПКЯ

Miofolic ზრდის ფერტილობას და ხელს უწყობს ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში. გინეკოლოგების მიერ რეკომენდებულია მიოფოლიკის ჩართვა პოლიკისტოზის კომპლექსურ მკურნალობაში

როგორ მოქმედებს Miofolic

მიო ინოზიტოლი

მიო-ინოზიტლის მოქმედების მექანიზმი დადასტურებულია კლინიკური კვლევებით დიდი რაოდენობის ქალების მონაწილეობით. მიო ინოზიტოლის გამოყენების შედეგად ორგანიზმში ნორმალიზდება მიმოცვლის პროცესები (ქვეითდება ინსულინის მიმართ რეზისტენტობა და კომპენსატორული ჰიპერინსულინემია), რასაც მივყავართ ნორმალური ჰორმონალური პარამეტრების აღდგენამდე, და შედეგად ვიღებთ:

  • ოვულაციის განახლებას
  • მენსტრუაციის აღდგენას

ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, მიო ინოზიტოლის მიღებისას არ ვლინდება არანაირი გვერდითი ეფექტი და ის კარგად გადაიტანება.
დეტალურად->

მე 4 თაობის ფოლიუმის მჟავა

მე 4 თაობის ფოლიუმის მჟავა (5 მეთილტეტრაჰიდროფოლატი) – ორგანიზმის მიერ ასათვისებლად მომზადებული ფოლიუმის მჟავას ბიოლოგიურად აქტიური ფორმა.

საკვებსა და პრეპარატების უმეტესობაში წარმოდგენილია ფოლიუმის მჟავას ბიოლოგიურად არააქტიური ფორმა (5,10 მეთილენტეტრაჰიდროფოლატი). ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ფოლიუმის მჟავა ფერმენტის მეთილტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას (MTHFR) ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნება ფოლიუმის მჟავას აქტიურ ფორმად 5 მეთილტეტრაჰიდროფოლატად. სწორედ ეს აქტიური ფორმა შეიწოვება ორგანიზმის მიერ და მონაწილეობს კომპლექსურ ბიოქიმიურ პროცესებში.
დეტალურად->

ვიტამინი B12

ვიტამინი B12 აუცილებელია ორგანიზმის მიერ ფოლიუმის მჟავას უკეთ ათვისებისთვის. გარდა ამისა, ვიტამინი B12 აძლიერებს და ავსებს ფოლიუმის მჟავას მოქმედებას და ამიტომ, რეკომენდებულია მათი ერთად მიღება. ვიტამინი B12 პასუხისმგებელია იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე, ხელს უწყობს სათანადო ენერგომიმოცვლას, ხელს უშლის ანემიის განვითარებას, მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ფუნქციის რეგულირებისთვის, ასეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლწარმომქმნელი ორგანოების ფუნქციის რეგულირებაში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის გაჯანსაღებას, მაგალითად, გავლენას ახდენს კონცენტრაციასა და მეხსიერებაზე, ამცირებს გაღიზიანებას.
დეტალურად->

უნიკალურად მარტივი და ეფექტური

პრეპარატში გამოყენებული კომპონენტები დეტალურად არის შესწავლილი და დადასტურებულია მათი ეფექტურობა პოლიკისტოზის და მასთან დაკავშირებული ქალთა უნაყოფობის მკურნალობაში

miofolic, миофолик

miofolic, миофолик

miofolic, миофолик

Miofolic უპირატესობები

მიოფოლიკის
ძირითადი
უპირატესობები

  • ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას (ზრდის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ)
  • ამცირებს ტესტოსტერონის საერთო დონეს (ანდროგენები, „მამაკაცის ჰორმონი“)
  • ზრდის პროჰესტერონის დონეს („ორსულობის ჰორმონი“)
  • ასტიმულირებს ოვულაცის
  • ამცირებს ჰირსუტიზმს და აკნეს სიმძიმეს

უპირატესობები
ორსულობის
პერიოდში

  • ამცირებს გესტაციური შაქრიანი დიაბეტის განვითარების სიხშირეს
  • ამცირებს პრეეკლამპსიის და მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკს ორსულობის გვიან სტადიაზე
  • ხელს უწყობს გესტაციის ვადის ნორმალიზებას 39,3 კვირამდე
  • ხელს უწყობს გესტაციის ვადის ნორმალიზებას 39,3 კვირამდე

უპირატესობები დამხმარე რეპროდუქციულ
ტექნოლოგიებში

  • საშუალებას იძლევა შემცირდეს გონადოტროპინების საერთო დოზა და დატვირთვა ქალის სხეულზე
  • აუმჯობესებს ოოციტების ხარისხს
  • აუმჯობესებს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას საშვილოსნოში

Miofolic შედგენილობა