რეზისტენტობა ინსულინის მიმართ

ინსულინის მიმართ რეზისტენტობა (ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება) ვლინდება პოლიკისტოზის მქონე ქალების 50 70% ში, მიუხედავად მათი წონისა. ინსულინის მიმართ რეზიზტენტობა ამცირებს უჯრედების უნარს ნორმალურად გადაამუშაოს გლუკოზა, რაც იწვევს გლუკოზის დაგროვებას სისხლში (ჰიპერგლიკემია). ამასთანავე, ორგანიზმი იწყებს მეტი ინსულინის გამომუშავებას, რაც იწვევს ინსულინის დონის გაზრდას (ჰიპერინსულინემია).

ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც ხასიათდება რამდენიმე განსხვავებული ფუნქციით და გავლენას ახდენს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმზე.

კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამომუშავება, ძირითადად, რეგულირდება გლუკოზის დონით სისხლში.

სისხლში გლუკოზის მაღალი კონცენტრაციისას ინსულინის სეკრეცია იზრდება, ხოლო როცა გლუკოზის დონე სისხლში მცირდება, ინსულინის გამომუშავებაც მცირდება.

ინსულინი თავის ფუნქციას ავლენს, უკავშირდება რა უჯრედის მემბრანაში სპეციფიურ რეცეპტორს. ამგვარად, ინსულინი ირიბად მართავს შიდაუჯრედულ მეტაბოლურ მექანიზმს უჯრედში შეღწევის გარეშე. სიგნალის შიდაუჯრედული გადაცემის და ინსულინის რეცეპტორების ფუნქციონირების საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს მიო ინოციტოლი – Miofolic აქტიური კომპონენტი..

ინსულინის მიმართ რეზისტენტობა ხასიათდება ინსულინის დაბალი ეფექტურობით, მაგალითად, კუნთში და ცხიმოვან ქსოვილში. მიუხედავად იმისა, რომ ინსულინის მიმართ რეზისტენტობა არ წარმოადგენს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოსტირების 3 კრიტრიუმთაგან ერთ ერთს, სისხლში უზმოზე გლუკოზის, ინსულინის და სასქესო ჰორმონთან დამაკავშირებელი გლობულინის (SHBG) განსაზღვრა დაგვეხმარება ინსულინის მიმართ მგრძნობელობის ცვლილების ინდეტიფიცირებაში. ინსულინი ამცირებს გლობულინის (SHBG) სინთეზს. სასქესო ჰორმონთან დამაკავშირებელი გლობულინის განსაკუთრებული როლი მდგომარეობს სასქესო ჰორმონების, მათ შორის, ტესტოსტერონის, ჭარბი დონის შემცირებაში, ამიტომ მისმა უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ცირკულირებული ტესტოსტერონის დონის მომატება.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიკისტოზის ზუსტი მიზეზი უცნობია, ნათელია, რომ ჰიპერინსულინემია, როგორც წესი, საკვანძო როლს ასრულებს მის განვითარებაში.

Miofolic მიღება ხელს უწყობს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის აღდგენას და ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, რისი წყალობითაც შესაძლებელია წონის კონტროლიც.

причины СПКЯ, Миофолик, miofolic, резистентность к инсулину

Miofolic ზრდის ფერტილობას და ხელს უწყობს ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში. გინეკოლოგების მიერ რეკომენდებულია Miofolic ჩართვა პოლიკისტოზის კომპლექსურ მკურნალობაში.

პოლიკისტოზი

გრძელვადიანი შედეგები თქვენი ჯანმრთელობისთვის

პოლიკისტოზის თანმდევი „კისტები“ ჯანმრთელობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და ქირურგიული წესით მოცილებას არ საჭიროებს…