ორსულობის დროს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები

Changes in the body of a woman during pregnancy miofolic, изменения в организме во время беременностиდაორსულების მომენტიდან ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება. იცვლება ყველაფერი: ცხოვრებისეული მიზნები, გუნება განწყობა, დამოკიდებულება საკუთარ თავსა და ახლობლებთან, განსაკუთრებით იცვლება ორგანიზმი, რომელსაც მთელი 9 თვის განმავლობაში უწევს გადაეწყოს იმისთვის, რათა ახალ ადამიანს სიცოცხლე აჩუქოს.

ენდოკრინული და ნერვული სისტემები

ქალის ორგანიზმის ტრანსფორმირებაში ერთ–ერთ მთავარ როლს ენდოკრინული და ნერვული სისტემები ასრულებს. თავისა და ზურგის ტვინში ირთვება რთული მექანიზმი, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის და ქალის ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებისკენ არის მიმართული. ეს პროცესები ნერვული იმპულსების ბლოკირებას ზურგის ტვინის დონეზე ახდენენ და ამით შესაფერის მომენტამდე იცავენ ორგანიზმს ნაადრევი მშობიარობისგან.

ჰორმონალური ფონის ცვლილების გამო ტვინის ქერქისქვეშა ნაწილების აქტივობა მატულობს, ხოლო თავად ქერქის აგზნებადობა ქვეითდება. სწორედ ამიტომ ქალებს ორსულობის ადრეულ ეტაპზე ახასიათებთ გუნება განწყობის ცვალებადობა და გაღიზიანება, ძილიანობა, ყურადღების დაქვეითება და დაღლილობის მომატებული შეგრძნება. ყველაზე ხშირად ორსულობის პირველი კვირების განმავლობაში ვლინდება გულისრევა, თავბრუსხვევა, იცვლება გემოსა და სუნის შეგრძნებები. მაგრამ მალევე, ჩვეულებისამებრ, პირველი ტრიმესტრის შემდეგ, ეს სიმპტომები ქრება.

გულ სისხლძარღვთა სისტემა

ორსულობის პერიოდში დედის ორგანიზმი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს – ორის ნაცვლად. ცვლილებებს განიცდის გულ სისხლძარღვთა სისტემაც, რადგან სისხლის მიმოქცევის კიდევ ერთი დამატებითი – პლაცენტური წრე ჩნდება. იმის გამო, რომ გული სწრაფად ეგუება ახალ დატვირთვას, იზრდება გულის კუნთის მასა და გულიდან გამოდევნილი სისხლის ნაკადიც. ამიტომ ქალის ორგანიზმში სისხლის რაოდენობა იზრდება და მეშვიდე თვეს აღწევს მაქსიმუმს.

ცვლილებები გულ მკერდის არეშიც მიმდინარეობს. იზრდება ფილტვების მოცულობა და დატვირთვა მათზე.

ნორმალურ მდგომარეობაში ორსულ ქალებში არტერიული წნევა უცვლელი რჩება, მაგრამ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში შეიძლება მოიმატოს. ეს მეტყველებს გვიან ტოქსიკოზზე. ორსულობის გვიან ეტაპზე ტოქსიკოზის განვითარების რისკის შემცირებაში თქვენ დაგეხმარებათ ინოვაციური კომპლექსი  მიოფოლიკი.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

ქალების დიდ ნაწილში ორსულობის პირველ კვირებში ვლინდება ცვლილებები საჭმლის მომნელებელ სისტემაში: გულისრევა და ღებინება დილის საათებში, იცვლება გემოვნური პრეფერენციები. შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც. ამიტომ რეკომენდებულია ორსულობისთვის წინასწარი მომზადება. რჩევები კვების შესახებ ორსულობის პერიოდში შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ ->

შარდ სასქესო სისტემა

ორსულობის დადგომისთანავე ციკლური პროცესები და ოვულაცია საკვერცხეებში წყდება. ამავე დროს, ერთ-ერთ საკვერცხეში ფუნქციონირებს ყვითელი სხეული – განსაკუთრებული ენდოკრინული ორგანო, რომელიც საშვილოსნოსშიდა ლორწოვან გარსს ემბრიონის მისაღებად ამზადებს და უზრუნველყოფს ორსულობის განვითარებას პირველი 10-12 კვირის განმავლობაში. შემდეგ ის თანდათან რეგრესირდება და მისი ფუნქციები გადაეცემა ფეტოპლაცენტარულ კომპლექსს.

დიდი დატვირთვა მოდის თირკმელებზე, რადგან მათ ორგანიზმიდან არამარტო ორსული დედის, არამედ ნაყოფის ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებიც გამოჰყავთ. პროგესტერონის დონის შემცირებისას შესაძლოა შარდის ბუშტის ტონუსი დაქვეითდეს, რამაც შეიძლება შარდის შეკავება გამოიწვიოს და საშარდე გზებში ინფექციების მოხვედრას შეუწყოს ხელი.

ორსულობის პერიოდში ქალების ნაწილში ჩნდება ე.წ. „კვატისებური“ სიარულის მანერა, რომელიც მენჯის სახსრების დარბილებას და ბოქვენის ძვლების მცირე დაშორიშორებას უკავშირდება.

ორსულობისას ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები სარძევე ჯირკვლებსაც ეხება: იზრდება ცხიმოვანი ქსოვილი, სეგმენტების რაოდენობა და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.

ორსულობის დროს ქალის წონა ნაყოფის ზრდისა და საშვილოსნოს მნიშვნელოვანი გადიდების შედეგად 8 დან 18 კგ მდე მატულობს. ორსულობის ბოლოსთვის საშვილოსნოს ზომა 3 8 სმ-დან 35 სმ მდე, ხოლო მისი მასა (ნაყოფის გარეშე) 50 100 გ-დან 1000 1200 გ მდე იზრდება. საშვილოსნოს ზომის ცვლილებასთან ერთად მისი განლაგებაც იცვლება – პირველი ტრიმესტრის ბოლოს ის მენჯის საზღვრებს სცდება და მშობიარობის მოახლოებისას ნეკნქვეშა არემდე აღწევს. ასევე, იზრდება სისხლძარღვების ქსელიც და ფარავს მთელს საშვილოსნოს.

ფსიქოლოგიური ცვლილებები

ორსულობის დადგომის მომენტიდან ქალი თანდათან მორალურად ემზადება დიდი ხნის ნალოდინები საოცრების დაბადებისთვის. ორსულობის პირველი ორი ტრიმესტრის განმავლობაში ქალები ხშირად საკუთარი მდგომარეობით არიან დაკავებულნი, რადგან ორგანიზმში ამ დროს ფიზიკური ცვლილებები მიმდინარეობს. მეორე ტრიმესტრში ნაყოფი იწყებს მოძრაობას და მთელი ყურადღება მასზე გადადის. ქალი ფიქრობს ბავშვის სახელის შერჩევაზე, ესაუბრება და მოფერებითი სახელებით მიმართავს მას.

*გინეკოლოგების მიერ რეკომენდებულია მიოფოლიკის  მიღება დღეში 2 პაკეტის ოდენობით ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესებისა და ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებისთვის როგორც ორსულობისთვის მზადების ყველა ეტაპზე, ასევე, შემდგომ მისი ჯანმრთელად მიმდინარეობისთვის.

miofolic box, миофолик, миофолик отзывы, изменения в организме во время беременности

მიოფოლიკი — ინოვაციური კომპლექსი ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესებისა და ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებისთვის როგორც ორსულობისთვის მზადების ყველა ეტაპზე, ასევე, შემდგომ ორსულობის ჯანმრთელად მიმდინარეობისთვის.

წაიკითხეთ ასევე

რატომ არის მნიშვნელოვანი ორსულობისთვის მომზადება?

ყველა ქალს სურს, გახდეს დედა, თავად განიცადოს პატარა საოცრების ცხრათვიანი სულმოუთქმელი ლოდინი, გადალახოს ახალშობილისთვის სახელის შერჩევის სირთულე და საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნას მის აღზრდას. სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ქალის სხეული მართლაც მზად არის ჩასახვისთვის, ნაყოფის მუცლადტარებისა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისთვის.