რა არის პოლიკისტოზი?

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) რეპროდუქციული ასაკის ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰორმონალური დარღვევაა. პოლიკისტოზის მქონე პაციენტებში ვლინდება ოვულაციის, ინსულინის მიმართ რეზისტენტობის და ანდროგენების ანომალური სიჭარბის პრობლემები.

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომს ასე ეწოდება იმის გამო, რომ ქალის საკვერცხეებში ამ დროს ჩნდება უამრავი კისტა (ძირითადად ნორმაზე 2-ჯერ მეტი, თითოეული არაუმეტეს 8 მმ სა). ისინი მდებარეობენ საკვერცხეების ზედაპირიდან მოშრებით და შეიცავენ ფოლიკულებს, რომლებიც სათანადოდ ვერ განვითარდნენ მთელი რიგი ჰორმონალური ანომალიების გამო. ასეთ ფოლიკულებში კვერცხუჯრედი კარგავს მომწიფების უნარს, შესაბამისად, ორსულობის დადგომაც შეუძლებელი ხდება. ამ პათოლოგიის წარმატებით დიაგნოსტიკა შესაძლებელია სკრინინგული გასინჯვებით, ულტრაბგერითი გამოკვლევებით.

нормальный и поликистозный яичник поликистоз яичников миофолик, что такое СПКЯოვულაციის პროცესი მოიცავს უამრავი სხვადასხვა ჰორმონის კომპლექსურ ურთიერთქმედებას. თუ ერთი ან რამდენიმე ჰორმონის წონასწორობა ირღვევა, შესაძლოა დადგეს არარეგულარული ციკლის ან იშვიათი ოვულაციის პრობლემა, და ამით ხანგრძლივდება ორსულობის დადგომისთვის საჭირო დრო.

მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ჰირსუტიზმი, აკნე, სიმსუქნე შეიძლება მიუთითებდეს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის არსებობაზე. მოზარდებში ეს მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს მენსტრუაციის დაგვიანებით, რეგულარულობის დარღვევით.

პოლიკისტოზის მქონე ქალებს შეიძლება გამოუვლინდეთ ერთი ან რამდენიმე დამატებითი სიმპტომი, მათ შორის:

  • ფერტილობის დაქვეითება - დაორსულების გართულება
  • არარეგულარული მენსტრუაცია ან მენსტრუალური ციკლის არარსებობა / არარეგულარული ოვულაცია ან ოვულაცის არარსებობა
  • ორსულობის პერიოდში დიაბეტის ან მაღალი არტერიული წნევის ჩამოყალიბების მაღალი რისკი
  • წონის პრობლემები - ჭარბი წონა, წონის სწრაფი მატება, წონაში კლების სირთულე
  • კანის პრობლემები, მათ შორის, ცხიმიანობა, აკნე
  • არასასურველი თმა სახესა და სხეულზე (ჰირსუტიზმი) / თმის შეთხელება ან ცვენა (ალოპეცია)

პოლიკისტოზი – ქალის უშვილობის ძირითადი მიზეზია და დიაგნოსტირდება რეპროდუქციული ასაკის ქალების 10% ში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიკისტოზის მიზეზი ბოლომდე ნათელი არ არის, ჰორმონალური დისბალანსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიმპტომების გამოვლენაში.

პოლიკისტოზის მქონე ქალის ორგანიზმში დიდი რაოდენობით გამომუშავდება მამაკაცის ჰორმონი, მათ შორის, ტესტოსტერონი, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ოვულაციასა და მენსტრუალურ ციკლზე. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ტესტოსტერონის შედარებით მაღალი დონე უკავშირდება ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებას. გაიგეთ მეტი->

პოლიკისტოზით მილიონობით ქალი ავადდება მთელს მსოფლიოში და ის სხვადასხვაგვარად ვლინდება:

  • ხშირად მემკვიდრეობითი დაავადებაა
  • წარმოადგენს ქალების უნაყოფობის ერთ ერთ უმთავრეს მიზეზს
  • მისი იგნორირება მომავალში იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დამატებით პრობლემებს
  • შეიძლება გავლენა იქონიოს ქალის გარეგნობასა და თვითშეფასებაზე

ზოგიერთ ქალში ვლინდება ძალიან სუსტი სიმპტომების სახით მაშინ, როცა სხვებში ხასიათდება შედარებით მძიმე სიმპტომების ფართო სპექტრით. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება მოზარდობის ასაკიდან, თუმცა, ზოგიერთ ქალბატონში თავს იჩენს 20 25 წლის ასაკში.

что такое СПКЯ, Миофолик, Miofolic

Miofolic ზრდის ფერტილობას და ხელს უწყობს ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში. გინეკოლოგების მიერ რეკომენდებულია Miofolic ჩართვა პოლიკისტოზის კომპლექსურ მკურნალობაში.

პოლიკისტოზი

პოლიკისტოზის მიზეზები

პოლიკისტოზური საკვრცხეების სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ იგი უკავშირდება ჰორმონალურ დარღვევებს …

PHP Code Snippets Powered By : XYZScripts.com